ჰონდა
ჰონდა — ავტომწარმოებელი კომპანია Honda 1946 წელს იაპონელმა ინჟინერმა, გამომგონებლმა და ავტომრბოლელმა სოიჩირო ჰონდამ დააარსა, აშშ-ში კი პირველი შოურუმი 1959 წელს.
ისტორია და ავტომობილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოიჩირო 1906 წელს დაიბადა და თითქმის 50 წელზე მეტია მისი ქცევა არასტანდარტული და გამომგონებლური იყო. ჰონდას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლის ასაკში იგი ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში მოსწავლედ მივიდა. მანქანებისადმი ადრეულ ასაკშივე დიდი ინტერესი მისი მამით იყო გამოწვეული იგი მჭედელი იყო, რომელიც ევლოსიპედებს არემონტებდა, თან შვილს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას ასწავლიდა.
1928 წელს საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ, ჰონდა დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში ხამამატსუს პროვინციაში და იქ პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან მიიღო პირველი პატენტი იდეისთვის გამოეცვალა ბორბალში ხის სპიცები მეტალით. ჰონდას გამოგონებებმა მომავალში მას დიდი წარმატება მოუტანეს, რომელიც რთული დავალებებისთვის უმარტივეს გადაწყვეტილებებს პოულობდა. ტაკეო ფუძისავა ითვლება Honda-ს მეორე მამა დამაარსებლად.
1945 წელს, როცა მისმა ქარხანამ ომისა და მიწისძვრების გამო სერიოზულად იზარალა, ჰონდამ მიჰყიდა ტოიოტას 450 ათას იუენდად. ერთხელ ჰონდამ თავის ველოსიპედს მოტორი მიამაგრა და ამგვარად შექმნა მოპედი, შემდეგ ასეთი მოპედები თავისი მეგობრებისთვისაც შექმნა, ამის შემდეგ ჰონდამ გადაწყვიტა ასეთი მანქანების წარმოებით სერიოზულად დაინტერესებულიყო.
1946 წელს მან დაამთავრა "ჰონდას ტექნიკური გამოკვლევის ინსტიტუტი". 1947 წელს კი კომპანიის პირველი პროდუქციის წარმოება დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა — Honda Motor Company და მოტოციკლების შექმნა და წარმოება დაიწყო. პირველი მოტოციკლი სახელწოდებით Dream ("ოცნება") 1949 წელს იქნა გამოშვებული.
სწორედ მაშინ კომპანიაში სამუშაოდ მივიდა ტაკიო ფუძისავა, რომელიც კომპანიის მეორე დამაარსებლად ითვლება. მასსა და ჰონდას საქმეები განაწილებული ჰქონდათ - ჰონდა ტექნოლოგიური წარმოებით იყო დაკავებული. ფუძისავა კორპორატიული მმართველობით და გაყიდვებით.
1950 წელს ტოკიოში კომპანიის ფილიალი გაიხნს. აქვე მათ შეიძინეს საქსოვი ქარხანა, რომელიც მოტოციკლების მწარმოებელ ქარხანად გადააკეთეს, სწორედ აქ მოტოციკლ Dream Type D-ის წარმოება დაიწყო, რომელიც 1951 წელს Dream Type E-ით შეიცვალა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 70 კმ/სთ ავითარებდა.
1952 Honda-ს სათაო ოფისი ტოკიოში გადავიდა, პროვინცია საიტამაში გაიხსნა ქარხანა Shirako, შეიქმნა ახალი ძრავი Cub Type F.
1953 წელს კიდევ ორი ქარხანა გაიხსნა და დაიწყო Benly J-type-ის წარმოება შემდეგ წელს კი კომპანიის აქციები უკვე ტოკიოს ბირჟაზე იყიდება.
1955 წელს კომპანია მოტოციკლების წარმოებით იაპონიაში ლიდერი ხდება. Honda-მ მონაწილეობა მიიღო პირველ იაპონურ რბოლაში Motorcycle Endurance Road Race და გაიმარჯვა 350 და 500 კლასებში, მიიღო ასევე პრიზი კონსტრუქციისათვის. გამოშვებულ იქნა ახალი მოდელი Benly JB, Dream SA, Dream SB-type.
1956 წელს შემუშავებულ იქნა კორპორატიული პრინციპები, რომელსაც კომპანია დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდიდან ჰონდას პროდუქციას ერთწლიანი გარანტია აქვს.
Honda-ს შემდგომი გამარჯვებები მოტორბოლებში იმდენად ბევრია, რომ მათ ჩამოთვლას არ მოვყვებით.
1958 წელს გამოვიდა მოდელი Super Cub, 1959 კი Honda მოტოციკლების წარმოებით მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო. სწორედ 1959 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა კომპანია American Honda Motor.
60-იან წლებში ჰონდას ფილიალები უკვე ევროპაშიც გამოჩნდა. დაიგეგმა სპეციალური სარეკლამო კამპანია სლოგანით "საუკეთესო ხალხი მგზავრობს ჰონდათი" («You Meet the Nicest People on a Honda»). ეს კამპანია 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, თუმცა მან მოტოციკლი ძალიან პოპულარული გახადა და განსაკუთრებით მისი ახალი იმიჯი მხიარული საოჯახო საშუალება საშუალო ფენის გადასაადგილებლად". სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა Honda უკვე საავტომობილო ბაზარზე. 1963 წელს მისი პირველი მოდელი გამოვიდა საშუალო ზომის სპორტული მოდელი S500. ამ მოდელის გარდა Honda-მ გამოუშვა პატარა სატვირთო T360.
1964 წელს Honda-მ პირველმა განაცხადა ფორმულა 1-ში მონაწილეობის შესახებ. იმავე წელს მისი გუნდი გამოვიდა 1500 კლასში გერმანიაში. S500 მოდელმა კი ნიურბერგში 600 კილომეტრიან რბოლაში გაიმარჯვა. 1965 წელი კი ფორმულა 1-ში Honda-ს პირველი გამარჯვების წელია, მექსიკაში 1500 კლასში Honda-მ გრან-პრი მოიპოვა. .
ლონდონში გაიხსნა Honda-ს ბრიტანული წარმომადგენლობა და სწორედ ამ პერიოდიდან ახალი მოდელის S600 ექსპორტი იწყება. აღსანიშნავია, რომ მანაც, როგორც S500 ნიურბერგში რბოლა მოიგო. იქმნება ყველაზე კომპაქტური და ძლიერი გენერატორი მსოფლიოში — Honda E300 სახით.
1971 წელს Honda-მ ახალიძრავი წარმოადგინა CVCC (Compound Vortex Controlled Combustion). პირველი რომელიც შეესაბამებოდა 1975 წლის აქტს სუფთა ჰაერის შესახებ, ამავე წელს მან დაიწყო მსუბუქი ავტომობილის Life-ს გაყიდვა, რომელსაც ძრავის წყლის გამაგრილებელი ჰქონდა. ამ პერიოდშივე გაიხსნა წარმომადგენლობა ბრაზილიაში და მექსიკაში მოტოციკლის წარმოება დაიწყო. თუმცა წარმატება Honda-სთან 1972 წელს მოვიდა - მოდელ Civic-ის გამოშვება.
ამ პერიოდიდან Honda-მ დაიწყო პოპულარობის მოპოვება, როგორც კომპაქტური ხარისხიანი არაძვირიანი ავტომობილების წარმოებით. 1973 წელს სოიჩირო ჰონდა ფორმალურად პენსიაში გავიდა (ასევე მოიქცა ტაკიო ფუძისავაც), თუმცა ამის შემდეგაც იგი ყოველთვის ცდილობდა ყოველი ახალი მოდელი პირადად გამოეცადა.
მოგვიანებით ტექნოლოგია CVCC Honda Motor-სთან ხელმოწერილი ონტრაქტის საფუძველზე Isuzu Motors и Chrysler Corporation გადაეცა, ამავე ტექნოლოგიის შესახებ ლიცენზირებული ხელშეკრულება Ford Motor-სთანაც დაიდო.
Suzuka Circuit-ის კომპლექსში მოტოციკლების პირველი ნაციონალური ფესტივალი ჩატარდა. 1974 წელს, როცა იაპონიას თავს ნავთობის კრიზისი დაატყდა და ავტომწარმოებლებმა წარმოების შემცირება გადაწყვიტეს, ჰონდა პირიქით მოიქცა -გაარმოგა წარმოება და დაწია ფასები. ის მართალი აღმოჩნდა — Toyota-სა და Nissan-ისგან განსხვავებით, რომლების გაყიდვებიც 40%-ით შემცირდა, Honda გაყიდვები 76 % გაზარდ. სოიჩირო ჰონდამ იმავე 1974 წელს მიჩიგანში დოქტორის ხარისხი მიიღო.
წარმოებაში ჩაუშვეს ახალი და ახალი მოდელები, 1980 წელს — Ballade, 1981 — Vigor და City. 1981 წელს გამოშვებულ მანქანათა რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია, კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე სერიოზულ თანხად იყიდებოდა.
პარალელურად გრძელდებოდა საერთაშორისო ქსელის გაფართოება. 1986 წელს დაიწყო სისტემა 4WS (4-თბლიანი მართვა) შექმნა, კანადაში დაიწყო Accord-ის წარმოება, Honda-მ დაიკავა სამი პირველი ადგილი პარიზ-დაკარის რბოლაში.
1990 წელს გამოშვებული მოტოციკლების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია. 1991 წელს კომპანიის დამაარსებელი სოიჩირო ჰონდა გარდაიცვალა. კომპანია განვითარებას განაგრძობდა. 1992 წელს გამოვიდა ახალი მოდელი — CR-X Del Sol, Civic-მა კი თავისი 20 წლის იუბილე იზეიმა.
დღეს კომპანია 33 ქვეყანაში 119 საწარმოს ფლობს, რაც საშუალებას აძლევს ყოველწლიურად პროდუქციის მილიონობით ერთეული აწარმოოს. მოტოციკლების წარმოებით ჰონდას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს და მსოფლიო ავტომობილების მწარმოებელთა ათეულში შედის ამასთანავე ის არის გამოაკლისთა შორის, არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელმაც უარი თქვა ავტომწარმოებლებს შორის გავრცელებულ აზრზე კონცერნად გაერთიანებისა. Honda-ს აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი პოზიციები მსოფლიო მოტო და ავტომშენებლობაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1]
- Honda Worldwide. Honda Worldwide. ციტირების თარიღი: 2014-01-28.
- Официальный сайт компании(ინგლისური)
- Honda Motor Co., ltd. на сайте Комиссии по ценным бумагам и биржам(ინგლისური)